მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო იერიშები სირიაში და აშშ-ს მწვავე რეაქცია- თურქეთს მასშტაბური სანქციები ემუქრება

5d9f0461293e4
მიხეილ ხაჩიძე
10.10.19 15:45
2761

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მეზობელი თურქეთი, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო შეტევას არ შეაჩერებს, მას აშშ-სგან მწვავე სანქციები ემუქრება.


რესპუბლიკელებმა ლინდსი გრეჰმა და დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა სანქციების ახალი პაკეტი უკვე მოამზადეს. შეზღუდვები, შეერთებულ შტატებში თურქეთის ხელმძღვანელობის აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად.


ამავდროულად, სანქციები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვიცე-პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრსაც შეეხება. ამასთან, გამკაცრდება სავიზო რეჟიმი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის.


რეზოლუციის პროექტი, რომელიც გრეჰემმა და ვან ჰოლნმა Twitter- ზე გამოაქვეყნეს, თურქეთის მიმართ კიდევ ბევრ შეზღუდვას ითვალისწინებს. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ს მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიყიდვა აიკრძალება.


იმ უცხოელებსაც კი, რომლებიც თურქულ ძალებთან იარაღის მიყიდვაზე, გარიგებებს აწარმოებენ, სანქციები დაეკისრებათ. როგორც ცნობილია, გასულ წელს გერმანიამ თურქეთს საბრძოლო შეიარაღება მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც 240 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, რაც გერმანიის საბრძოლო მასალის ექსპორტის თითქმის მესამედს შეადგენს.


როგორც ამერიკელი დეპუტატები აცხადებენ, რეზოლუციის პროექტს შემდეგ კვირას მაშინვე დაამტკიცებენ, როგორც კი კონგრესი შესვენებების შემდეგ, სხდომებს განაახლებს.


სირიის სასაზღვრო რეგიონიდან აშშ-ს ჯარების გაყვანით ტრამპმა გზა გაუხსნა თურქეთს საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებალად.


რესპუბლიკელი გრეჰემი და სხვა ამერიკელი დეპუტატები თეთრი სახლის ლიდერს  მოკავშირე ქურთების "გასაჭირში მიტოვებაში’’ ადანაშაულებენ. როგორც შტატებში აცხადებენ, ქურთი მებრძოლები  ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (IS) წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების უახლოესი მოკავშირეები იყვნენ.


შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების დასახლებებზე იერიშები დღეს დილიდან მიიტანა. სამხედრო შეტევის შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ოფიციალური ანკარა განმარტავს, მათი მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები