მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა COVID-19-ის გავრცელების დასადგენად QR კოდის გამოყენებას გეგმავს

5fa52d7fd3ae9
ნათია თაქთაქიშვილი
06.11.20 16:22
1371
სამხრეთ კორეაში QR კოდით კორონავირუსით ინფცირების მაღალი რისკის შემცველი ადგილების გამოვლენა მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, QR კოდის სისტემაში ჩართვა მოეთხოვებათ კაფე-ბარებს, რესტორნებს და ღამის კლუბებს, რათა გამარტივდეს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების დადგენა.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. ახალი შემთხვევებიდან 117 შიდა გადაცემის შემთხვევაა, ხოლო 28 საზღვარგარეთიდანაა იმპორტირებული.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო სამი დღეა სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევებს მზარდი ტენდენცია აქვს. ჯამში ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 27,195 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 476 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები