მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანამ ევროზონას არ შევუერთდებით, ლარის კურსის პრობლემა იქნება – დავით გიორგაძე

606765cb407d5
ლიკა გურაბანიძე
04.04.21 13:20
1822

“დღეს რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომელ თვეში რამდენი ტურისტი შემოვა და რომ ვიცოდეთ, რომ კონკრეტული სექტორები წინ წავა, ქვეყანაში სულ სხვა დამოკიდებულება იქნებოდა. ახლა გაურკვევლობაა” - ამის შესახებ “ლუქსორის” დამფუძნებელმა დავით გიორგაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც გიორგაძემ განმარტა, შექმნილი ვითარება კურსის არასტაბილურობაზე მოქმედებს, რაც თავის მხრივ, ბიზნესს სერიოზულ დარტყმას აყენებს.

“ლარის კურსი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენზე. სანამ ევროზონას არ შევუერთდებით, ამ გამოწვევის წინაშე ვიდგებით. ყველაზე დიდი პრობლემა სხვადასხვა სფეროში იყო ის, რომ თანამშრომლების დათხოვნის სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება გვიწევდა. ეს ყველაზე მძიმე იყო, ფიზიკურად დაკეტილები ვიყავით და მათი შენარჩუნება რთული გახდა. საბედნიეროდ, ახლა უკვე იგივე რაოდენობა აღვადგინეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდოდით.

რაც შეეხება ლიკვიდურობას და კაპიტალს, იყო ბანკების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული იმისთვის, რომ ეს პერიოდი გამართულად გადაგვეტანა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ იყო. პანდემიის პირველი ეტაპი შედარებით მსუბუქად გადავიტანეთ, თუმცა მეორე ლოქდაუნი რთული იყო, რამაც ფინანსურად მძიმედ დაგვარტყა” - განმარტა გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები