მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი ALFA BANK-ის აქციებს $2.3 მილიარდად ყიდიან

640b23bf9ac67
გიორგი თოლორდავა
10.03.23 22:09
815
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსი ოლიგარქები, მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის, Alfa Bank-ის აქციებს 2.3 მილიარდ დოლარად ყიდიან.

Financial Times-ის ინფორმაციით, ოლიგარქებს არალიკვიდური აქტივების მოცილება და ქონების განაღდება სურთ, რადგან სანქციების გამო ისინი პირდაპირ შემოსავალს და დივიდენდებს ვეღარ იღებენ.

მეორე მიზეზად Alfa Bank-ის სანქციებისგან განთავისუფლება სახელდება, ვინაიდან, თავად ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაში მის დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის გამო მოხვდა. ფრიდმანი იმედოვნებს, რომ კომპანიისგან მისი ჩამოშორების შემდეგ, ევროკავშირი Alfa Bank-ზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

კომპანიის 45%-იან წილს 2.3 მილიარდ დოლარად ფრიდმანის ბიზნესპარტნიორი, ანდრეი კოსოგოვი ყიდულობს, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის.

გაამართლებს თუ არა ფრიდმანის სტრატეგია და განთავისუფლდება თუ არა Alfa Bank-ი სანქციებისგან, ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები