მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გვერდის არიდების არცერთი ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი - ღარიბაშვილი

649ed3465dd14
მარიამ ვარადაშვილი
30.06.23 17:17
372
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით სანქციების გვერდის არიდების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ღარიბაშვილი ასევე ირწმუნება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მსგავსი შემთხვევა ვერ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლი ჯეიმს ო’ბრაიენი იმყოფებოდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“საზოგადოებამ მოისმინა მათი განცხადება. მათ თქვეს, რომ მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს და შექმნილია ეფექტიანი სისტემა, რომელიც რისკებს მინიმუმადე აზღვევს. ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული და ვაცნობეთ ევროპულ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რათა არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია. ამ პროცესში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული და ვართ  გამჭვირვალე და პირნათელი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ რომ საქართველომ ვინმეს სანქციის გვერდის ავლაში დაეხმარა”,-ამბობს ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები