მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციების მუქარა არ მაშინებს“ - კახა კალაძე

642ff7ebb3570
BM.GE
07.04.23 15:05
531
ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, სანქციების მუქარა არ მაშინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძემ სანქციების მუქარით დაშანტაჟების მცდელობას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რა ვითარებაც იყო, თორემ - რა მინდოდა პოლიტიკაში. აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს ვემსახურები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კითხვაზე - ხომ არ აპირებს ის მოსალოდნელი სანქციების გამო სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან თანხების გამოტანას, კალაძემ უპასუხა: „მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები