მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებს, რაც ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე, ხოლო მოსახლეობა დაიჩაგრება, არ უნდა შევუერთდეთ - მინისტრი

62667f859b04e
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 15:08
1032

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთება გონივრული არ იქნებოდა. მინისტრის თქმითვე, ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებულ რეზოლუციებს. 

“ის ფორმულირება რომ საქათველო სანქციებს არ უერთდება, სწორი არ არის. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შუერთდა: იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია. იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა დაიჩაგრება, გონივრული არ არის, რომ შევუერთდეთ”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. 

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი სანქცირებული აღმოჩნდა ევროკავშირის, ამერიკის, კანადის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ომის დაწყებიდან მალევე განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა “ეროვნული ინტერესებით” ახსნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები