მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციის ეფექტი

თბილისი

სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ექსპორტი ერთ-ერთ უღარიბეს ცენტრალურ აზიურ ქვეყანა ყირგიზეთში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო რგოლად ჩამოყალიბდა. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 2,139 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, მათი მთლიანი ღირებულება კი 71.4 მილიონი დოლარი იყო (ერთი მანქანის საშუალო ფასი $33 ათასი დოლარი). მაღალი ალბათობით შუალედური მყიდველების გავლით, ყირგიზეთიდან ავტომობილები რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ხვდება. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტმა 15 მილიონი დოლარით იმატა. წლიურ ჭრილში კი ზრდა 850%-ია.

სექტემბერში საქართველოს ავტოექსპორტის მთავარი ბაზრები ასე გადანაწილდა:

  • ყირგიზეთი - $71.5 მილიონი, 2,139 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $33 ათასი;
  • ყაზახეთი - $67.8 მილიონი, 4,849 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
  • აზერბაიჯანი - $31.7 მილიონი, 1,204 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $26 ათასი;
  • სომხეთი - $15 მილიონი, 833 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
  • ტაჯიკეთი - $3.5 მილიონი, 313 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი.

სულ 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია $67 მილიონის ღირებულების 4,951 ავტომობილი. ყირგიზეთში კი ექსპორტზე გასულია $427 მილიონი დოლარის ღირებულების 11,122 მანქანა. ამ მაჩვენებლით ექსპორტში #1 ადგილს სწორედ ყირგიზეთი იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები