მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ასაკის მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის რეფორმა ანალიზს საჭიროებდა - სანიკიძე

641b17a61b81f
თელარა გელანტია
22.03.23 22:40
671
საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის აზრით, რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიიდან წასვლის სანაცვლოდ ერთჯერადი ფულადი ჯილდოს - ორი წლის ჯამური ხელფასის გაცემას ითვალისწინებდა, შესაჩერებელი იყო.

ამის შესახებ მან შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განათლების და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ მინისტრის დროს გაჩერდა აღნიშნული რეფორმა.

ცნობისთვის: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 8,200-ზე მეტი პენსიონერი მასწავლებლის სკოლიდან წასვლა სახელმწიფოს 75.7 მლნ ლარი დაუჯდა.

თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ხანდაზმული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლის რეფორმა გაანალიზებას საჭიროებდა, ამიტომ მისი აზრით, რეფორმის შეჩერება სწორი იყო, მაგრამ ყოფილ მინისტრს კითხვები აქვს - რა გაკეთდა ამის შემდეგ.

- ყველა ქმედებას აქვს კარგი და ცუდი მხარე. მიზანი კარგი იყო, როდესაც სისტემიდან მასწავლებელს დაფასებულად უშვებ, რადგან ძალიან ბევრი პედაგოგი ჩემი თვალით მყავს ნანახი, ვინც გააძევეს... ამ რეფორმის ფარგლებში სისტემიდან, დაახლოებით, 6 000-ზე მეტი მასწავლებელი გავიდა და შემოვიდა, დაახლოებით, 3 000-მდე ახალი მასწავლებელი. ამ შემოსული კადრებიდან პედაგოგიური განათლება ძალიან ცოტას ჰქონდა ანუ სისტემაში ისევ არაკვალიფიციური კადრები შემოვიდნენ. ეს გასააზრებელია და რაღაც მომენტში რომ გაჩერდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეს გაჩერება აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს რაღაცის გასწორებასთან, თავის გზაზე დაყენებასთან...

- მთავარი კითხვაც ეს არის - მიხეილ ჩხენკელმა და მისმა გუნდმა გააკეთეს განმარტებები, რატომ გაჩერდა ეს რეფორმა ან რა ხარვეზები ახლდა პირველ ფაზას? თუ ჩაითვალა, რომ პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო ეს რეფორმა...

- ეს რეფორმა არანაირად არ იყო პოლიტიკურად წამგებიანი.

- მე ვგულისხმობ სხვადასხვა დროს ე.წ. „ჩაჭრილი“ მასწავლებლების პროტესტს...

- გავიგე, კი ბატონო, მაგრამ... რაც შეეხება ასაკიანი პედაგოგების სისტემიდან ღირსეულად გაშვებას და ახალი პედაგოგების შესვლას სკოლებში, თავისი არსით ძალიან კარგი იყო და ამისთვის სისტემა დიდი ხანი სისტემა ემზადებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სისტემაში მივიღეთ ძირითადად მასწავლებლობის მაძიებლობის სტატუსის მქონე ადამიანები და არა კვალიფიციური პედაგოგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები