მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო VS ბიზნესი - რაზე ჩივის კერძო სექტორი?

BM.GE
30.05.23 16:50
257
საპენსიო სააგენტო ბიზნესისგან საპენსიო შენატანებში დანაკლისების გასწორებას ითხოვს, ბიზნესის ნაწილი კი, არასწორი მონაცემების შემცველი წერილების მიღებაზე აცხადებს. რამდენად სწორად ასრულებენ დამსაქმებლები საპენსიო სააგენტოს მიმართ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ამ საკითხის კონტროლი საპენსიო სააგენტომ აპრილში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცია გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების დეკლარაციებში ასახულ ინფორმაციებს არ ემთხვევა და სააგენტო მათ ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. თავად ბიზნესი კი, ამბობს, რომ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი რომელიც ყველა პრაქტიკოსს ბუღალტერს აწუხებს 5 წლის წინ საპენსიო რეფორმის ამოქმედების მომენტშივე იყო იდენტიფიცირებული, თუმცა ამის აღმოფხვრისთვის ნაბიჯები არ გადადგმულა, ამიტომ წინა პერიოდის საპენსიო შენატანის მოთხოვნა არასწორია - რამდენად მასშტაბურია დანაკლისი საპენსიო შენატანებში და რა პრობლემურ საკითხებს ხედავს ბიზნესი?

სტუმარი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული ფირმა „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები