მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპოვნელას“ ასორტიმენტს მალე სპა პროდუქტები შეემატება

635630ef538ed
მარიამ დემეტრაშვილი
24.10.22 21:50
453
ქართული კოსმეტიკური ბრენდი „საპოვნელა“ მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქციას შესთავაზებს.

„საპოვნელას“ დამფუძნებელმა გადაცემა „ქალების ნარატივში" თქვა, რომ ამ ეტაპზე ბრენდი 100-მდე პროდუქტს აწარმოებს და მათ მალე სპა მიმართულებაც დაემატება.

„ვცდილობთ, ჩვენს ასორტიმენტს სპა მიმართულების პროდუქტები დავამატოთ. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ Sairme Wellness Resort-თან და ვცდილობთ, გავააქტიუროთ სხვა სპა დაწესებულებებთან თანამშრომლობაც. საცალო მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება ის სპა პროდუქტები, რომელსაც მალე შევთავაზებთ“, - თქვა კბილაშვილმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

დამფუძნებელმა ეკომეგობრული შეფუთვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საპოვნელას“ პროდუქციის 80% სწორედ ამგვარად იფუთება.

„ჩვენი ტიპის ბიზნესში ძალიან რთული საკითხია შეფუთვა, რადგან საქართველოში სამწუხაროდ, არ იწარმოება კოსმეტიკური და მოვლის საშუალებისთვის შესაბამისი შეფუთვა. ამ პროდუქტების იმპორტი სხვა და სხვა ქვეყნიდან გვიწევს. დღეს ვცდილობთ, ჩვენი ყველა პროდუქტის შეფუთვის 80% ეკოლოგიურად სუფთა იყოს“, - განაცხადა დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები