მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

64b12cdf1b688
BM.GE
14.07.23 15:03
336
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლმენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს.

2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას.

შეუწყდება თუ არა სერგეენკოს უფლებამოსილება, ამაზე მასთან კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ - კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები