მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ბრაზილიის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში

635fd8a73e37b
მარიამ ვარადაშვილი
31.10.22 23:35
777
ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენეთა ლიდერმა და ექსპრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გამარჯვება მოიპოვა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ჟიარ ბოლსონარუმ დამარცხება არ აღიარა.

BMG დაინტერესდა რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს სამხრეთ ამერიკის უდიდეს ქვეყანასთან.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველო-ბრაზილიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 124 619 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვა ძირითადად იმპორტზე მოდის, რომლის მოცულობა მიმდინარე წელს დაახლოებით 124.3 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს იმპორტის მოცულობა 80 მლნ დოლარი იყო. აქედან გამომდინარე, იმპორტი წლიურად დაახლოებით 55%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის 9 თვეში ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 274.5 ათასი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის პერიოდში 7 მლნ დოლარი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტზე გავიდა 239 ათასი დოლარის მოცულობის თხილი და კაკალი და 35 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო.

რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ბარზილიიდან შემოტანილია 42 მლნ დოლარის ღირებულების მადნები და სპილენძის კონცენტრატები. იმპორტში მეორე ადგილს 33.1 მლნ დოლარით შაქარი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა 24.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ღორის გაყინული ხორცი.

რაც შეეხება ტურიზმს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ბრაზილიიდან საქართველოში 1120 ვიზიტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი პადემიამდელ პერიოდში 2022 იყო, რაც თითქმის 45%-ით ნაკლებია პადემიამდელ პერიოდთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები