მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის... მე ამ გეზს ვემსახურები“ - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

64077fd0dfee7
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 22:22
9549
საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, ის საქართველოს ევროპულ გეზს ემსახურება და ეს მისი მრწამსი და მოქალაქის პოზიციაა. ამის შესახებ ქართველმა დიპლომატმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“, - წერს გოჩა ჯავახიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები