მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო შედარებით დაცულია ეკონომიკური შოკისგან“ - არჩილ ბაკურაძე

623dd2e6f01d1
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.22 21:00
1339
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა შოკისგან დაცულია. ამის შესახებ არჩილ ბაკურაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ფინანსური სისტემის მდგომარეობას შეეხებოდა.

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ის ფაქტორები განმარტა, რის გამოც საქართველო არსებული შოკებისადმი უფრო მდგრადი იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველო შედარებით დაცულია ეკონომიკური შოკისგან. რა თქმა უნდა, საქართველო რუსეთის და უკრაინის ბაზარზე დამოკიდებული იყო, თუმცა არც თუ ისე კრიტიკულად. ამ კუთხით კოვიდის შემდეგ გვაქვს ამის გამოცდილება, რომ ეკონომიკას სწრაფი ადაპტირების უნარი აქვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იქნება. თუ მშვიდობა იქნება და უსაფრთხოების კუთხით არ იქნება გამოწვევები, ამასთან იმედი მაქვს, რომ უკრაინაში ომი ძალიან მალე დასრულდება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ეკონომიკური მოვლენები განვითარდება. რა დროსაც როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს როლი დიდია - როგორ შეიძლება ამ გადანაწილების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება. მაგალითისთვის შეიძლება იყოს იგივე მიგრაციული ნაკადები - იმ ქართველების ნაწილმა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ, შეიძლება საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გზავნილების გარკვეულ ნაწილს დავკარგავთ, ეს საკმაოდ პოზიტიური ეკონომიკური მოვლენაა, რადგან ისინი არიან აქტიური ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობები წამოწყება შეუძლიათ, რაც ფინანსური სექტორისთვის ზრდის საშუალებაა. გარდა ამისა, გაჩნდება ბევრი ბიზნესი, რომელიც ამ სიტუაციაზე ადაპტირებას მოახდენს. ფინანსური სექტორის როლი ამაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესებს, რომ სწრაფად მოახდინონ გადართვა, ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ სურსათი მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანი დავინახოთ ჩვენი როლი, რადგან ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა ჩვენთვის და ჩვენი მდებარეობის მქონე ქვეყნებისთვის, სანამ პროცესი მიდის. მას შემდეგ, რაც ომი დამთავრდება და დღის წესრიგში უკრაინის აღდგენა დადგება, ბევრად საინტერესო მოვლენები იქნება, მათ შორის საქართველოსთვის“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები