მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წელს საპატიო სტუმარი იქნება მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედია ახალ ერთობლივ პროექტებს მოიტანს - ღარიბაშვილი საფრანგეთს

64b18bb2271a5
BM.GE
14.07.23 21:52
736
საქართველო წელს საპატიო სტუმარი იქნება მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედია ახალ ერთობლივ პროექტებს მოიტანს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროში.

ეკონომიკიდან დაწყებული: ბოლო წლებში საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო და უფრო ფართოვდება და აქტიურდება. უამრავი სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შეუძლია ევროპისთვის ბევრი რამის მოტანა, საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სიცოცხლისუნარიანობაზე დაყრდნობით. თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად განახლდება და მდიდრდება: ამრიგად, საქართველო იქნება წელს საპატიო სტუმარი მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მოიტიანს ახალ ერთობლივ პროექტებს.

ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო და მივესალმო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო დონორს, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობის წყალობით. 

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განათლებისა და კვლევის სფეროებში, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი იმპულსი, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც თბილისში 2019 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ დამაკავშირებელ ხიდს.

თბილისში ახლახანს გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფრანგული ენის სწავლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩინებულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ სფეროში, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საყრდენია. ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში ფრანკო-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდაჭერა ღირებულ წვლილს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები