მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი გაიზარდა - TOP-5 ქვეყანა

602b8003f381e
BM.GE
16.02.21 12:18
2331
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი გაიზარდა - საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 194 ათასი ერთეული ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. 

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველომ ცოცხალი ცხვრის ექსპორტიდან $20.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით $6.8 მილიონით მეტია. ამავე ანგარიშის თანახმად, ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასი $105.9 დოლარი, ანუ 348 ლარია. 

ქვეყნების მიხედვით, ცხვრისა და თხის ექსპორტი ასე ნაწილდება:

1) საუდის არაბეთი - $13 მილიონი დოლარი;
2) აზერბაიჯანი - $5.8 მილიონი დოლარი;
3) ქუვეითი - $1.2 მილიონი დოლარი;
4) ყატარი - $0.4 მილიონი დოლარი;
5) ომანი - $0.1 მილიონი დოლარი. 

ექსპორტის მატების გამო საქართველოში ცხვრისა და თხის სულადობა 11%-ით შემცირდა და 2020 წლის ბოლოს 793 ათასი სული შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები