მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე $977,000-ის კენკრა გავიდა - ექსპორტიორი კომპანიები და ძირითადი ბაზრები

5e130a76e3b2f
თელარა გელანტია
07.01.20 16:00
5327
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან 977,000 აშშ დოლარის კენკრის ექსპორტი განხორციელდა.

bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 198.8 ტონა კენკრა გავიდა (შტოში, მოცვი და ა.შ.)

როგორც ირკვევა, ქართული კენკრისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 818,200 აშშ დოლარის კენკრა გავიდა. შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები ($97,500) და სომხეთი ($34,900).

2019 წლის 11 თვეში კენკროვანი კულტურის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

1. შპს როლი
2. სს გეოფრეშ
3. შპს გოლდენს გეორგიან ფრუიდ
4. შპს FRUITILIA
5. შპს ქართული ხილის ექსპორტი
6. შპს ფრუსტარ
7. შპს აგროლეინი
8. შპს ბლუბერი
9. შპს ჯორჯია იმპეკს ლოჯისტიკ
10. შპს ბესტ ფრუიტ

ცნობისთვის: 2017 წელს საქართველოდან 477,000 დოლარის კენკრის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს კი - 445,500 დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები