მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი იზღუდება

BM.GE
14.06.23 13:05
174
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. შეზღუდვა მომდევნო დღეებში ამოქმედდება, როდესაც შესაბამის დადგენილებას ხელი მოეწერება. მთავრობის განცხადებით, შეზღუდვა სამი წლით იმოქმედებს. პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით ქვეყანაში კატალიზატორების გარეშე მოძრავი ავტომობილები მთავარ პრობლემას ქმნიან. კატალიზური კონვერტერის დანიშნულება შიგა წვის პროცესის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი აირების განეიტრალებაა, ამით ავტომობილის ემისიების და გარემოს დაბინძურების შემცირება ხდება. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად ქვეყნიდან 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კატალიზატორების ექსპორტი ხორციელდებოდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 98 მილიონი დოლარის კატალიზატორები გავიდა ექსპორტზე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი - 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით. კატალიზატორების ძირითადი წყარო ქვეყანაში შემოსული მეორადი ავტომობილებია, რომლებსაც მეპატრონეები/რეალიზატორები დამატებითი შემოსავლების მისაღებად კატალიზატორებს ხსნიან. კატალიზური კონვერტერების ღირებულებას მასში შემავალი ფერადი ლითონები განაპირობებს. რას შეცვლის კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვა?

სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები