მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სომხეთში ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

642fdad10db53
გიგა ბენია
07.04.23 13:15
365
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა. გნელ სანოსიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მინისტრები საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ. ცნობისთვის, ბიზნეს ფორუმი თბილისში დღეს ჩატარდა, სადაც ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ექსპორტი საქართველოდან სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორებს შორის მჭიდრო კავშირი იყოს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოები სწორ გარემოსა და ხელსაყრელ პირობებს ვქმნით, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ. მსგავსი ბიზნეს ფორუმები, რომელშიც 100-მდე სომხური კომპანია მონაწილეობს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარი საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში სომხეთი პირველ ადგილზეა. იანვარ-თებერვალში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 133 მილიონ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, ზრდა 192%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები