მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 2021 წელს $60.3 მლნ-ის შაქარი იყიდა - იმპორტის ღირებულება გაიზარდა, მოცულობა - შემცირდა

61fe56660b83d
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 14:49
907
2021 წელს საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 60.3 მლნ დოლარის ღირებულების 120 696 ტონა შაქარი შეიძინა. შედეგად გასულ წლებთან შედარებით იმპორტირებული შაქრის ღირებულება გაიზარდა, ხოლო პროდუქტის მოცულობა შემცირდა (2020 წელი - 51.2 მლნ დოლარი, 143 207 ტონა; 2019 წელი - 50.3 მლნ დოლარი, 128 616 ტონა). რაც იმაზე მიუთითებს რომ საერთაშორისო ბაზარზე შაქარი გაძვირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოსთვის შაქრის მთავარი საიმპორტო ქვეყანა, ისევე 2020 წელს ბრაზილია იყო. ამ მიმართულებიდანაც იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება გაზრდილია, ხოლო მოცულობა შემცირებული (2020 წელი - 25.2 მლნ დოლარი, 77 261 ტონა).

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს, ასე გამოიყურება:

1. ბრაზილია - 28.2 მლნ დოლარი, 57 875 ტონა;
2. თურქეთი - 14.2 მლნ დოლარი, 28 066 ტონა;
3. პოლონეთი - 19.6 მლნ დოლარი, 19 717 ტონა;
4. მექსიკა - 3.9 მლნ დოლარი, 9 000 ტონა;
5. გერმანია - 1.3 მლნ დოლარი, 2 403 ტონა;
6. საფრანგეთი - 1 მლნ დოლარი, 1 881 ტონა;
7. ნიდერლანდები - 610 ათასი დოლარი, 1 273 ტონა;
8. ბელარუსი - 101 ათასი დოლარი, 174 ტონა;
9. აზერბაიჯანი - 100.1 ათასი დოლარი, 110 ტონა;
10. უკრაინა - 76.5 ათასი დოლარი, 41 ტონა.
გარდა ამ ქვეყნებისა 2021 წელს მცირე მოცულობით შაქრის იმპორტი კოლუმბიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდანაც განხორციელდა.
უნდა აღინიშნოს გასულ წელს საქართველოს ექსპორტზე შაქარი ფაქტობრივად არ გაუტანია, მაშინ როდესაც 2020 წელს 4 129 ტონა შაქრის ექსპორტით ქვეყანაში 2.2 მლნ დოლარი შემოვიდა. ექსპორტის მაჩვენებელი მცირე, თუმცა მაინც იყო 2019 და 2018 წლებშიც.

ცნობისთვის: საქართველოში 2021 წლის დეკემბრამდე ერთი შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა "აგარის შაქარი" მოქმედებდა, რომელიც წლის ბოლოსთვის კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია ოპერირებას სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტიდან განაახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები