მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 6 თვეში $32.7 მლნ-ის შაქარი შეიძინა - საიმპორტო ქვეყნები

62f4ca251c42b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 10:38
948
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან შაქრის შესაძენად 32.7 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 56 660 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შაქრის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს როგორც მოცულობით (7.3%), ასევე ღირებულებით (28.5%) აღემატება.

ამ პერიოდში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შაქარი ქვეყანაში მხოლოდ 6 საიმპორტო ბაზრიდან შემოვიდა, რომელთა შორის ლიდერი ბრაზილია იყო. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:
1. ბრაზილია - 11.7 მლნ დოლარი, 21 675 ტონა;
2. პოლონეთი - 8.8 მლნ დოლარი, 13 447 ტონა;
3. მექსიკა - 6 მლნ დოლარი, 11 500 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 3 მლნ დოლარი, 4 922 ტონა;
5. თურქეთი - 1,3 მლნ დოლარი, 2 516 ტონა;
6. საფრანგეთი - 1.1 მლნ დოლარი, 1 495 ტონა;
7. ნიდერლანდები - 538 ათასი დოლარი, 936 ტონა;

მცირე მოცულობით შაქრის იმპორტი კოლუმბიიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, იტალია, უკრაინა, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს ქვეყნიდან მცირე მოცულობით 108 ათასი დოლარის ღირებულების 154 ტონა შაქარი გავიდა ექსპორტზე, აქედან ადგილობრივი ექსპორტი 54 ათასი დოლარის (73 ტონა) იყო. რეექსპორტი კი და 54 ათასი დოლარი (81 ტონა) შეადგინა. ორივე შემთხვევაში საქართველოდან ექსპორტზე შაქარი სომხეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები