მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტით $43.5 მლნ მიიღო - საექსპორტო ქვეყნები

62de62b90bd2b
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.22 14:00
1008
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტით 43.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 47.8%-ით აღემატება. ამ მაჩვენებლებით დაუმუშავებელი,  ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქრო 1.7%-იანი წილით, ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო საქონლის ათეულში მოხვდა.

ჯამში, ამ პერიოდში საქართველოდან ოთხ ქვეყანაში 1.3 ტონა ოქრო გაიყიდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის ქართული ოქროს მთავარი გასაღების ბაზარი შვეიცარიაა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. შვეიცარია - 39.3 მლნ დოლარი, 1.2 ტონა;
2. გერმანია - 2.6 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
3. თურქეთი - 1.1 მლნ დოლარი, 0.03 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 447.5 მლნ დოლარი, 0.01 ტონა;

აღსანიშნია, რომ ყველა ქვეყნის მიმართულებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით გაზრდილია.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 4.1 ათასი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ოქროს იმპორტი განცხორციელდა. საიმპორტო ქვეყნები კი გერმანია და საფრანგეთი იყო.

რაც შეეხება ოქროს დამუშავებულ ნაკეთობებს, საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ 38 ათას დოლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ამასთან იმპორტირებული ოქროს მოცულობა მცირედით შემცირდა და წელს აღნიშნულ ფასად მხოლოდ 0.10 ტონა ოქრო შემოვიდა.

ოქროსა და ვერცხლზე მომუშავე ოსტატების ნაკეთობები და მათი ნაწილების იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

1. საფრანგეთი - 27.3 ათასი დოლარი, 0.06 ტონა;
2. რუსეთი - 7.2 ათასი დოლარი, 0.01 ტონა;
3. ფინეთი - 1.1 ათასი დოლარი, 0.03 ტონა;
4. გერმანია - 1.1 ათასი დოლარი.

დამუშავებული ოქროს ნაკეთობების ექსპორტი ამ პერიოდში არ განხორციელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები