მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ სათბური აირების გამოყოფის შემცირების ვალდებულება აიღო

6072071ce0e4e
BM.GE
11.04.21 00:01
2768
მთავრობამ 8 აპრილს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიის გატარებას და ქვეყნის მიერ გამოყოფილი სათბური აირების შემცირებას ითვალისწინებს. ეს ვალდებულება საქართველომ პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო. 

მთავრობამ საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კლიმატის ცვლილების სტრატეგიით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიის ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.

"1990 წლიდან 1994 წლამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, სამრეწველო სფეროში აქტივობები და მასთან დაკავშირებული ემისიები მკვეთრად შემცირდა და მათი კლება გაგრძელდა 2002 წლამდე, როდესაც ამ სექტორში აქტივობები კვლავ განახლდა. 2015 წლისთვის სამრეწველო ემისიები 2001 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. ძველი ტექნოლოგიური ხაზები და აღჭურვილობა ჯერაც შეადგენს სამრეწველო აქტივობების უმეტეს ნაწილს და მასში ნაკლებად არის ინტეგრირებული თანამედროვე და უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიები", - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. 

"2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები