მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ვაშლის ექსპორტით $7.4 მლნ მიიღო, ზრდა 87.3%-ია

61c03c02c5458
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.21 09:45
560
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 7.4 მლნ დოლარის ღირებულების 14 757 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება 87.3%-ით მეტია, ხოლო მოცულობა გასული წლის მაჩვენებელს 69.3%-ით აღემატება. ვაშლის ექსპორტი არამხოლოდ გასული წლის, არამედ 2019 წლის ექსპორტის მაჩვენებელსაც აღემატება. (2020 წელი - 3.9 მლნ დოლარი, 8 714 ტონა; 2019 წელი - 4.5 მლნ დოლარი, 11 264 ტონა).

ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სწორედ ამ ბაზარზე გადის პროდუქტის ძირითადი ნაწილი. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი - 7.2 მლნ დოლარი, 14 282 ტონა;
2. სომხეთი - 149.2 ათასი დოლარი, 119 ტონა;
3. თურქმენეთი - 27.2 ათასი დოლარი, 45.9 ტონა;
4. მოლდოვა - 20.6 ათასი დოლარი, 61.8 ტონა;
5. უკრაინა - 11.7 ათასი დოლარი, 39 ტონა.

ვაშლის მცირე მოცულობები ჰონ-კონგსა (0.8 ათასი დოლარი, 0.3 ტონა) და სინგაპურში (0.7 ათასი დოლარი, 0.2 ტონა).

ამავე პერიოდში ქვეყანამ სხვადასხვა ბაზრიდან 1.4 მლნ დოლარის ღირებულები 4 141 ტონა ვაშლი იყიდა. საიმპორტო ქვეყნებს შორის კი თურქეთი (1 მლნ დოლარი, 3 431 ტონა); ნიდერლანდები (123 ათასი დოლარი, 72.7 ტონა); ირანი (93.7 ათასი დოლარი, 313.6 ტონა); უკრაინა (48 ათასი დოლარი, 158.6 ტონა); ეგვიპტე (27.8 ათასი დოლარი, 43.6 ტონა); პოლონეთი (25.2 ათასი დოლარი, 59.4 ტონა) და აზერბაიჯანია (19.5 ათასი დოლარი, 59.2 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები