მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ წელს $25.6 მლნ-ის ბანანი შეიძინა, რაც ბოლო ათი წლის რეკორდია

63aaba64ba605
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.22 13:50
864
საქართველოში, გასული 11 თვის განმავლობაში 25.6 მლნ დოლარის ღირებულების 33 508 ტონა ბანანი შემოვიდა, რაც გასული ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული ბანანის ღირებულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 47.3%-ით აღემატება, ხოლო შეძენილი მოცულობები 26.7%-ით მეტია.

წლების განმავლობაში საქართველოსთვის ბანანის მთავარ საიმპორტო ქვეყნად ეკვადორი რჩევა. გამონაკლისი არც 2022 წელია. ეკვადორზე იმპორტის ჯამური ღირებულების 93.6% მოდის. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. ეკვადორი - 24 მლნ დოლარი, 31 280 ტონა;
2. თურქეთი - 948 ათასი დოლარი, 1 315 ტონა;
3. კოსტა-რიკა - 512 ათასი დოლარი, 712 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 86 ათასი დოლარი, 118 ტონა;
5. კოლუმბია - 63 ათასი დოლარი, 76 ტონა;
6. ნიდერლანდები - 8 ათასი დოლარი, 2 ტონა.

მცირე მოცულობებით ბანანი ქვეყანაში სომხეთიდან, საბერძნეთიდან და ნიგერიიდან შემოვიდა.

რაც შეეხება ბანანის ექსპორტს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან 2.2 მლნ დოლარის 2 906 ტონა ბანანის რეალიზება მოხდა, რაც თითქმის სრულად რეექსპორტია.

საქართველოს გავლით ბანანი სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და ყაზახეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები