მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს აღარ სჭირდება კიდევ ერთი მარანი, ვიფიქროთ სხვა პროდუქტების განვითარებაზე“

5fd8f63b490f1
მარიამ ადამია
15.12.20 23:00
1082
ტურიზმის სექტორში უნდა შეიქმნას ახალი პოსტ-პანდემიური პროდუქტები და ამისთვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა, როგორც კერძო სექტორის, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საკონვენციო ბიუროსი“ - ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“ "საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ (MICE ტურიზმი) თავმჯდომარემ ირმა კოდუამ ისაუბრა. მისი თქმით, თავიდანვე კონფერენციები და ტრენინგები ვერ აღდგება, ამიტომ პირველი, რისი შეთავაზებაც ყველაზე ლოგიკური იქნება MICE ტურიზმის მიმართულებით, ეს წამახალისებელი ღონისძიებებია.

„პოსტპანდემიურ ვითარებაში რთული იქნება დიდი ჯგუფებისთვის ტურების დაგეგმვა/ორგანიზება და ეს მიმართულება დროებით სელექციური გახდება, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ მოთხოვნას უნდა მოვერგოთ და შევქმნათ ზუსტად ასეთი პაკეტები. ასევე, ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოში, მხოლოდ მეღვინეობა და კულინარია არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას ერთიანი პროგრამა. საქართველოს აღარ სჭირდება კიდევ ერთი დამატებითი მარანი, ამიტომ მოდით ვიფიქროთ სხვა პროდუქტებზე, რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო, მათ შორის საქმიანი ტურიზმის კუთხით და ამაზე ფიქრი დღეს უნდა დავიწყოთ“ - აღნიშნა ირმა კოდუამ.

"საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, თუკი გვინდა MICE ტურიზმი მომდევნო წლის გაზაფხულიდან აღდგეს, საჭიროა აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება და ასევე ახალი პროდუქტების შექმნა-შეთავაზება.

„ის დამოკიდებულება, რომ ტურიზმი ჩაკვდა და ადამიანები სხვა სფეროში გადადიან, არის არასწორი, რადგან როგორც კი აღდგება მოგზაურობა და ეს იმაზე სწრაფად მოხდება ვიდრე გვგონია, საჭირო გახდება მათი, ანუ კვალიფიციური კადრების ისევ უკან დაბრუნება. ამიტომ ახლა ვიმუშაოთ გეგმებზე და ვიფიქროთ პოზიტიურად", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, საშემოსავლო გადასახადის 1 წლით გადავადება და სექტორისათვის დაუბეგრავი მინიმუმის, 1 500 ლარამდე ზრდა - ეს მოთხოვნები საქმიანი ტურიზმის ასოციაციის მოთხოვნებია, რათა მათ კადრების და სექტორის შენარჩუნება შეძლონ. მათი თქმით, საჭიროა კერძო და საჯარო სექტორს შორის კომუნიკაცია, თუმცა მიუხედავად სექტორის დაჟინებული მოთხოვნისა, ამ ეტაპამდე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა არ შემდგარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები