“საქართველოს ბანკი“ შუალედურ დივიდენდებად 90.3 მლნ ლარს გაანაწილებს.
„2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯგუფის ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, საბჭომ გადაწყვიტა გამოაცხადოს შუალედური დივიდენდი 1,85 ლარის ოდენობით ერთ ჩვეულებრივ აქციაზე, 2022 წლის 30 ივნისს დასრულებული პერიოდისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის აქციონერებისთვის განკუთვნილ მიმართვაში.
დივიდენდის გადახდა ტრადიციულად ფუნტ სტერნილნგში მოხდება, 7 ოქტომბერს არსებული ლარი/გირვანქა სტერლინგის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. გადახდის თარიღი 20 ოქტომბერია.
Bank of Georgia Group PLC-ის 48,826,134 აქცია აქვს განთავსებული. შედეგად, შუალედურ დივიდენდად დაახლოებით, 90.3 მლნ ლარი განაწილდება.
Bank of Georgia Group-მა 2022 წლის 6 თვეში 516,058 მლნ ლარის მოგებაზე განაცხადა. ზრდა წლიურ ჭრილში 51%-ია. ბანკის აქციები რეკორდულ ნიშულზეა და 1 აქციის ფასი 20.00 ფუნტს აღემატება. კაპიტალიზაცია 963.91 მლნ ფუნტია.