მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა

მობილბანკი
BM. GE
05.09.23 11:12
2
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაამატა, ესენია : 

• საკრედიტო ხაზი - კომპანიებს შეუძლიათ აითვისონ ან დაფარონ მათთვის სასურველი თანხა, დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი საჭიროებისთვის. პროცენტს კი იმის მიხედვით გადაიხდიან, თუ რამდენი დღით აქვთ აღებული თანხა საკრედიტო ხაზიდან;

• ბიზნეს ანაბარი  - კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გახსნან ბიზნეს ანაბარი საქართველოს ბანკში და შეინახონ თავისუფალი თანხა საიმედოდ. ლარში ვადიანი  ანაბრის ონლაინ გახსნისას კი ეფექტურ 10.85%-ზე დამატებით 0.25%-იან სარგებელს მიიღებენ. 

• მომენტალური სესხი -  კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საერთო ფინანსურ ჯგუფს ან ჰყავთ საერთო დირექტორი, ბიზნეს მობილბანკის საშუალებით შეუძლიათ წინასწარ დამტკიცებული საერთო ფინანსური ლიმიტის ნახვა და მაქსიმალური თანხის ათვისება.

შეგახსენებთ, ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,

გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე. დროის დაზოგვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის ჩვენ ბიზნეს მობილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დავამატეთ. მათი მეშვეობით, კომპანიებს შეუძლიათ, მარტივად ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო სერვისით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ლოკაციიდან. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის ლიდმა ცირა ლოლაძემ.

ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს და არ გამოგრჩეთ სიახლეები:

https://business.bog.ge/AMgK


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები