მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია

6311cb5ab6d9a
თელარა გელანტია
02.09.22 13:20
6726

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

როგორც bm.ge-ს "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ნუცა გოგილაშვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს.

„ნუცა გოგილაშვილი ამ დრომდე ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი იყო. მას ფინანსური მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ლონდონში, JP Morgan-ში რისკების მიმართულებით.

ნუცა ბანკს 2016 წლიდან შეუერთდა და ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია. მათ შორის, 2016 წლიდან კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელის თანამდებობა, 2017 წელს კი ის გახდა მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი. 2019 წელს კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდიც ჩაიბარა. ნუცა გოგილაშვილმა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით ლონდონში, Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მიხეილ გომართელს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს ბანკში, სადაც იგი 25 წელია მუშაობს. ის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელობას გააგრძელებს.

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს კი ელენე ოქრომჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ის ბანკში, ამ დრომდე, ბიზნეს პროცესების, ოპერაციული მართვის მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა უდიდესი გამოცდილება როგორც საოპერაციო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია. ის ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტირს ხარისხს, რომელიც მიიღო IE Business School-ში.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები