მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

საქბანკი
BM. GE
21.08.23 21:09
4
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 23 აგვისტოს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება, სადაც Data mind -ის თანადამფუძნებელი რატი კუნჭულია საკუთარი სტარტაპის განვითარების გზაზე ისაუბრებს.

ის ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას Data mind -ის დაფუძნების ისტორიას მოუყვება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდეს $1 მლნ-ზე მეტი ARR და ასევე, ისაუბრებს კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

Datamind ქართული სტარტაპია, რომელიც რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ 2021 წელს დააფუძნეს. სტარტაპის მიზანია, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მათ კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს. ამის გარდა, Datamind მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტებს სთავაზობს როგორიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

აღსანიშნავია, რომ Datamind 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილეა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დასასწრებად კი ეწვიეთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები