მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

5fb7975f14c81
BM.GE
20.11.20 14:14
1680

საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მარტივი საბანკო ოპერაციების განხორციელების შედეგად მოიგონ ფულადი პრიზები. დღეში 1 000, ხოლო აქციის ბოლოს კი სუპერპრიზი- 50 000 ლარის ოდენობით.

აქციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ბანკში დასაქმებული პირებისა). ამისათვის მხოლოდ საჭიროა მობილბანკში განახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია, მაგალითად როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, მობილურის ბალანსის შევსება, გზავნილის მიღება, თანხის კონვერტაცია, კომუნალურების და სხვა გადასახადების დაფარვა. ამასთანავე, გამარჯვების შესაძლებლობა აქვს მასაც, ვინც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით გათამაშებაში ვერ ჩაერთვება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი, მისი ჩამოტვირთვა App Store-იდან ან Google Play Store-იდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი: https://login.bog.ge/ibank/?lang=ge 

„საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას სხვადასხვა შეთავაზებებით თუ სერვისებით განაგრძობს. ამჯერად, სპეციალურად მობილბანკის და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის შევქმენით ახალი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მარტივი და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით ფულადი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. აქცია დღეს დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობა კი მობილბანკის ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები