საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 5-7 მაისს ციფრული თამაშების ჰაკათონი Game Jam Georgia გაიმართა. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool და Student Card-ი სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ციფრული თამაშების ჰაკათონის „Game Jam Georgia-ს“ მთავარი პარტნიორია. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა საინტერესო თამაშები შექმნეს. საუკეთესო პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.