მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება

617ba02a0f470
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.21 11:18
2264
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია „ლევანტო“ გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა.

„ლევანტო“ პროდუქციის რეალიზაციას უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200 000 ევროს შეადგენს. თანხა ასევე საბრუნავი საშუალებების შეძენას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკისა“ და „ლევანტოს“ თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ ბანკისა და კომპანიის პარტნიორობით მოხდა დანადგარების, კომპანიის პირველი შენობა ნაგებობისა და საწარმოო ხაზის შეძენა. ბანკის მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 50,000 დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ ქართულ საქმეს ვუწყობთ ხელს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ ახალ წამოწყებებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

„ლევანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც ქართული პროდუქტისადმი უნდობლობის სტერეოტიპი დაამსხვრია და თამამად განაცხადა: დამზადებულია საქართველოში! კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის, სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს. როგორც სპორტულს, ასევე კლასიკურს. საქმიანობის დაწყებისას ჩვენ გვწამდა, რომ მალე მოვიპოვებდით მომხმარებელთა ნდობას, რადგან ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ღირებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ეს ასეც მოხდა, „ლევანტო“ მართლაც გახდა ღირსეული ბრენდი ქართულ ბაზარზე. დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ პროდუქტს მაღალი ტექნოლოგიებით ქმნის. მოხარული ვართ რომ ამ გზაზე გვერდით ჩვენი საიმედო პარტნიორი, „საქართველოს ბანკი“ გვიდგას“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები