მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Snacky განვითარებას განაგრძობს

620f575cbce34
BM.GE
18.02.22 12:54
604
"საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი Snacky, საქმიანობას ავითარებს.

კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. Snacky-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს.

პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. Snacky მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

„Snacky-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს ან რაიმე სახის დანამატს, შესაბამისად, ეს არის საქართველოში პირველი ადგილობრივად წარმოებული ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია, საწარმოს სათანადო ინვენტარით აღჭურვას მოვახმარეთ. პარტნიორობის ფარგლებში, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ“, - აცხადებს Snacky-ის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ მამულაშვილი.

„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ახალი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. Snacky-ის არაქისის კარაქი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ კი, კომპანია გეგმავს პროდუქცია ექსპორტზე, ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთსა და უკრაინაში გაიტანოს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ Snacky-ის გუნდს. ჩვენ კი, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რაც გვჯერა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები