მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის ხედვა - ფინანსური Super App-ის შექმნაა“ - ლევან კობახიძე

63bac910355f9
გიორგი არონია
08.01.23 20:12
1653
სტატიაში საუბარია:
ბოლო წლებში ანალიტიკოსები ერთ განსაკუთრებულად საინტერესო გლობალურ ტენდენციაზე საუბრობენ, რომლის თანახმად, ტექნოლოგიური კომპანიები ყოველდღიურ ოპერაციებში ფინანსურ გადაწყვეტებს ნერგავენ, ხოლო ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიურ კომპანიებად გარდაიქმნებიან. ასე არის საქართველოს ბანკის შემთხვევაშიც, რომელიც რახანია, რაც ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირებს - მეტიც, ბოლო თვეებში, კომპანიის მესვეურებმა საქართველოს მობილბანკის ე.წ. Super App-ად, ანუ ყველაფრის აპლიკაციად გადაკეთება გადაწყვიტეს.

„საქმიან დილაში“ დასმულ კითხვაზე - როგორი ტიპის Super App-ის შექმნას გეგმავს საქართველოს ბანკი: ჩინური WeChat-ის მსგავსი მეტად სოციალურის, თუ ყაზახური Kaspi-ს მსგავსი წმინდა ფინტექ-Super App-ის, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან კობახიძე პასუხობს, რომ მიზანი - ყოვლისმომცველი ფინანსური აპლიკაციის შექმნაა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენი ხედვა ნამდვილად უკავშირდება ფინანსურ Super App-ს. პირველ რიგში გვსურს, რომ მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო ოპერაციები და ბანკთან დაკავშირებული სხვა სერვისები ამომწურავად შევთავაზოთ და ისინი საქართველოს ბანკის მობილბანკში გავაერთიანოთ, რადგან დღეს, ისინი შედარებით რთულადაა ხელმისაწვდომი - სწორედ ესაა Kaspi-სა და Revolut-ის მოდელი“, - აღნიშნავს ლევან კობახიძე BMG TV-სთან საუბრისას.

ცხადია, Super App-ად ეფექტიანად გადაკეთებისთვის აუცილებელია მომხმარებელთა დიდი ბაზა, რაც ლევან კობახიძის განცხადებით, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. „დღეს, ჩვენს აპლიკაციას 1.1 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად იყენებს, ხოლო მათი ნახევარი - ყოველდღიურად. ამასთანავე, ეს რიცხვი ძალიან მზარდია. ვფიქრობ, ამ ბაზაზე და იმ მონაცემებზე დაფუძნებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, შესაძლებელია ძალიან პერსონიფიცირებული შეთავაზებები ვუჩვენოთ ჩვენს მომხმარებლებს, როგორც საბანკო, ასევე ბანკთან დაკავშირებული სხვა სერვისების კუთხითაც“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ე.წ. Super App-ი ისეთი აპლიკაციაა, რომელიც მრავალ მიმართულებას აერთიანებს - გლობალურ თვალსაჩინო მაგალითებს შორისაა ჩინური WeChat-ი, ყაზახური Kaspi და ბრიტანული Revolut-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები