მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა – ინტერვიუ მაია გორგილაძესთან

საქართველოს ბანკი
BM. GE
01.09.23 11:24
4
სტატიაში საუბარია:

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ციფრული ბანკი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, სპეციალურმა ჟიურიმ საქართველოს ბანკი რეგიონში ყველაზე ინოვაციურ და ტრანსფორმაციულ საბანკო-საფინანსო ორგანიზაციად დაასახელა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს საქართველოს ბანკმა 20 კატეგორიაში მოიპოვა საუკეთესოს წოდება 

საქართველოს ბანკის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ციფრული ბანკია, რომელსაც ყოველთვიურად 1.26 მილიონი მომხმარებელი იყენებს. საინტერესოა, რომ მობილბანკის მეშვეობით მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 150 მილიონზე მეტი ტრანზაქცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები საბანკო სერვისების მისაღებად აქტიურად იყენებენ აპლიკაციას. გარდა ამისა, 30 ათასამდე მოქალაქეს მობილბანკში გახსნილი აქვს საინვესტიციო ანგარიში, რაც მათ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში ეხმარება.

ციფრული ბანკის ასეთი პოპულარობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული, მათ შორისაა: ინოვაციურობა, სიმარტივე, მოქნილობა, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი, სასიამოვნო ინტერფეისი და პერსონალიზებული შეთავაზებები. 

გადავწყვიტეთ, ამ ისტორიული გამარჯვებისა და მობილბანკის წარმატების შესახებ უფრო ვრცლად მოგვეყოლა, რისთვისაც ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მაია გორგილაძეს დავუკავშირდით.

მისი თქმით, Global Finance-ისგან ჯილდოს მიღება საქართველოს ბანკისთვის წარმოადგენს დიდ პატივს, რადგან 20 კატეგორიაში გამარჯვების მოპოვება იმის მანიშნებელია, რომ სფეროს ექსპერტები საქართველოს ბანკის მიღწევებს აფასებენ და მას ჭეშმარიტად ინოვაციურ ბანკად ცნობენ. გარდა ამისა, Global Finance-ის ჯილდო საქართველოს ბანკს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან საერთაშორისო აღიარება საქართველოს ბანკს სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს და გამოარჩევს.

როგორც მაია გორგილაძე აღნიშნავს, ციფრული ბანკის განვითარების და გამრავალფეროვნების პროცესი მუდმივად გრძელდება და ის სულ უფრო მეტად უახლოვდება Super App-ის, ანუ ყოვლისმომცველი აპლიკაციის კატეგორიას. 

ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს სუპერ აპლიკაცია შევთავაზოთ. როგორც მოგეხსენებათ, სუპერ აპლიკაციის კონცეფცია ითვალისწინებს ერთ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული საბანკო მომსახურების მიღმა უფრო ფართო სპექტრის სერვისების შეთავაზებას. ამ ეტაპზე BOG App-ში ჩვენ უკვე ვთავაზობთ მომხმარებლებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: საინვესტიციო ანგარიშის გახსნა, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და პორტფელის კონტროლი; აპლიკაციაში შესაძლებელია სადაზღვევო პროდუქტების და სამგზავრო ბარათების შეძენა, გარდა ამისა, შეთავაზებებისთვის ცალკე გვერდია გამოყოფილი. აპლიკაციის განვითარების პროცესი ამით არ სრულდება, მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან სერვისებსა თუ პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს, აცხადებს მაია გორგილაძე.

შესაბამისად, საქართველოს ბანკის მომხმარებლები მომავალში კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ სიახლეს უნდა ელოდონ, რაც მათი სურვილების ასრულებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

მოგეხსენებათ, Global Finance-ის 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკის მობილბანკმა რამდენიმე კატეგორიაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რასაც არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შესახებ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით: 

საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის

ამ კატეგორიაში გამარჯვება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ერთ სივრცეში განთავსებულია როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტები და სერვისები. ასევე, მობილბანკში მოცემულია ბიუჯეტირების და ანალიტიკის ცალკე სერვისი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება დაგეგმოს ბიუჯეტი და აკონტროლოს ხარჯები.

საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივად ცდილობს სპეციალურად მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებას და მათ ციფრულ ბანკში წარმოდგენას. ამ პროცესში ბანკი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მანქანური დასწავლის მეთოდებს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Global Finance-მა ციფრული პროდუქტების შეთავაზებების კატეგორიაში მობილბანკი საუკეთესოდ აღიარა.  

საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მაქსიმალურად სწრაფ და მარტივ გადახდის პროცესს სთავაზობს, რომელიც 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. ცხადია, ეს მოცემულობა ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით

 მომხმარებლის კმაყოფილებას პირდაპირ განსაზღვრავს აპლიკაციის გამოყენებით მიღებული კარგი გამოცდილება, სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის პრიორიტეტი მარტივი, დახვეწილი და სისტემაში მოქცეული UX დიზაინის შექმნაა, რომელიც BOG App-ის გამოყენების პროცესს სასიამოვნოს ხდის. რაც შეეხება თავად Global Finance-, ეს 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც 160-მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Global Finance ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებს გამოარჩევს და მათ საპატიო ჯილდოს გადასცემს, რაც ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად ითვლება. საქართველოს ბანკი კი უკვე დიდი ხანია, რაც Global Finance-ის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები