მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს (NS)

5fce04e8d2b19
BM.GE
07.12.20 14:32
771
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. "ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი, კეთილი და მზრუნველი ადამიანი, რომელსაც მრავალი წამოწყება, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი. “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულნ” - სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი კოლეგა და კარგი მეგობარი ვახო ფხაკაძე და მართლაც რომ სიტყვები უფერულდება იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ეხლა ჩვენ განვიცდით.

ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ვახო იყო წარმატებული ბიზნესმენი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შესანიშნავი მამა, მეუღლე და მეოჯახე, ერთგული და მზრუნველი მეგობარი და ღირსეული და გამორჩეული კოლეგა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეძრწუნებულია მომხდარით და სამძიმარს უცხადებს ბატონი ვახტანგ ფხაკაძის ოჯახს. ვუსურვებთ მათ გამძლეობასა და მხნეობას მათთვის ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე covid-19-ით გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები