მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას OHM Energy შემოუერთდა

63fdb39fdd585
BM.GE
28.02.23 11:55
748
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია OHM Energy გახდა, რომელიც 2016 წლიდან განახლებადი ენერგიის საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო დარგში მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელია.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას (EPC), მშენებლობასა და მენეჯმენტს (EPCM), მაღალი ძაბვის გადაწყვეტილებებსა და პროექტირებას, ასევე, EBRD, KFW, FICHTNER ტექნიკური პირობებით/სტანდარტებით პროექტირებას ქსელზე დაერთებული, ავტონომური თუ ჰიბრიდული გადაწყვეტილებებით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, კერძოდ, ენერგო და ელექტრო ინჟინრების და მზის ენერგიის აღჭურვილობის ბიზნეს განვითარების სპეციალისტების.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში კომპანიის მიერ ჯამში 40 მვტ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო, კომერციული და ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. პარალელურად, კომპანია მუშაობს მწვანე წყალბადის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეკონომიკაში დანერგვაზე.

OHM Energy საქართველოში წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა Tier1 გერმანული მზის ენერგიის პანელების მწარმოებელი AE Solar, ინვერტორების მწარმოებელი “ჰუავეი”, “სანგროუ”, “შტაუბლი” და “ტონგვეი”.

„მივესალმებით OHM Energy-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში, ყველამ კარგად ვიცით, განახლებადი ენერგიის წყაროებს რა მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. კომპანიას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ყოველდღიურად უწევს შეხება ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებთან და სერვისებთან, რომლის დამკვიდრების გარეშე ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება. ვუსურვებთ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები