მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ი ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

633f3af43d63e
ალა ისპირიანი
07.10.22 00:30
630
საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA, USAID-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ორ მოკლევადიან პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც PSP-ს დაკვეთით ორი პროფესიის კადრებს მოამზადებენ.

აღნიშნულის გამოყენების შესაძლებლობა ყველას ექნება ვისაც 9 ან 12 კლასის განათლება აქვს და შესაბამისი სწავლების გავლის შემდეგ პარაფარმაციის კონსულტანტის პროფესიას მიიღებენ.

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ „საქმიან დილაში“ ბიზნესს აღნიშნულ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან კადრების გადამზადება იმ მიმართულებით მოხდეს, რაზეც მოთხოვნაა.

„პროგრამების ინიცირება „პსპ ფარმას“ ინიციატივით მოხდა თუმცა ამას წინ საინტერესო პროცესი უძღოდა, რომელიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაზიარებული იქნა სწორად, როგორ უნდა ითანამშრომლონ უნარების იდენტიფიცირებისთვის. „პსპ ფარმამ“ ინიციატივით მოგვმართა და საგრანტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომ უნარების რუკა სწორად შექმნილიყო. უნარების რუკის შექმნას პარალელურად მეთოდოლოგიური დოკუმენტი მოყვა, სადაც აღწერილია როგორ უნდა მოხდეს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა,“- ამბობს იგი და დასძენს, რომ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებები ბიზნესთან, როგორ ითანამშრომლონ.

რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამებზე მიღებას, მისი თქმით მომავალი წლიდან შეძლებენ.

"სულ ორი პროგრამაა: პარაფარმაციის კონსულტანტის და ფარმაცევტული ზრუნვის. პროგრამები 12-13 კვირია გაგრძელდება. ვფიქრობ, იანვრიდან უკვე შევძლებთ ამ პროგრამებზე მიღება გამოვაცხადოთ.

ჩვენც, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას პრეტენზიები ბიზნესის მიმართ გვაქვს, რადგან საგანმანათლებლო პროცესებში და პროგრამის განვითარების ნაწილში არ მონაწილეობენ. პროგრამაში, რომელშიც ბიზნესი აქტიურადაა ჩართული შემდგარია. ვამბობ, რომ მალე ფარმაცევტულ ბიზნესში ეს აღმოფხვრილი იქნება.

ბიზნესზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესებში. მათ ყველანაირი საშუალება უნდა მისცენ [პოტენციურ თანამშრომლებს], რომ პრაქტიკული კომპონენტი მათ სივრცეში გაიარონ და კადრი იქ მიიღონ. უნდა დაინახონ ვის ამზადებენ დაწესებულებები“, - ამბობს ია ერაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები