მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით კარგი რეიტინგები აქვს, თუმცა ეს საკმარისი არაა -კელი დეგნანი

6194a6d61f225
დავით ჯალაღონია
17.11.21 21:00
837
"მნიშვნელოვანია, თანაბარი მოქმედების პირობები იყოს და ინვესტორებს, კომპანიებს ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათი საჩივრები მიუკერძოებლად იქნება განხილული", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "კატაპულტ ჯორჯიას" შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს აქვს კარგი რეიტინგები საერთაშორისო არენაზე ბიზნესის კეთების კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანაბარი მოქმედების პირობები და ინვესტორებს, კომპანიებს ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათი საჩივრები, თუ სხვა სახის საკითხები სამართლიანად, მიუკერძოებლად იქნება განხილული და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება ამერიკული ვენჩურული ფონდის გეგმებს, Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ფუძნდება Catapult Georgia, რომელიც საქართველოში, სილიკონ ველის პირველი შემოსული ორგანიზაცია გახლავთ და რომელიც მიზნობრივად 50 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ეს თანხა მიმართული იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების ბიზნესების განვითარების ხელშესაწყობად. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესს, ისეთი კომპანიების განვითარებას ვუჭერთ მხარს, რომლებიც იზიარებენ კრეატიულობას, მუხტს და დამოუკიდებლობას, რაც დამახასიათებელია ამერიკული კომპანიებისთვის და ჩვენი ინვესტიციების, ფონდის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული საქართველოში როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან", - აღნიშნა კელი დეგნანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები