მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

649aa4afbee89
BM.GE
27.06.23 17:40
652
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.

ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეცნენ.

სტუმრები კახეთში, მექვევრე ზაზა კბილაშვილს ესტუმრნენ და ქვევრის დამზადების ტექნოლიგიური პროცესის დეტალებს გაეცნენ.

ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები