მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს FMCG სექტორი - თიბისი კაპიტალის კვლევა

BM.GE
05.05.23 10:20
293
თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის - FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც შარშან FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. კვლევის მიხედვით, ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნომინალური ხელფასის უფრო მეტად გაზრდაა, ვიდრე სამომხმარებლო ფასების, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი. კვლევის ავტორები მიუთითებენ ასევე, რომ მოსახლეობის მიერ FMCG პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები