მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გაფიცვების და პროტესტების ტალღა უტევს

BM.GE
14.01.22 19:06
948
საჯარო სექტორში - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავენ. თანამშრომლების ნაწილი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა და როგორც სააგენტოს, ისე მინისტრ ზურაბ აზარაშვილის სახელზე გაფიცვის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება ჩააბარეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას და ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. ეს იმ ფონზე, როცა ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით - 643 ათას 167-მდე გაიზარდა. ამასთან, ამ ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. თუ 2020 წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო დაახლოებით მილიონ 11 ათასი ადამიანი - 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი მილიონ 91 ათასამდე გაიზარდა. აქ მატება თითქმის 8%-ია. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.

კერძო სექტორში - უკვე მესამეა დღეა მაგთიკომის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ. საპროტესტო აქციის 300-მდე მონაწილე კომპანიას ვადას 17 იანვრამდე აძლევს და თუ მათ პროტესტს არანაირი გამოხმაურება არ ექნება, პროფკავშირებთან ერთად, სამართლებრივი პროცესების დაწყებაზეც იმსჯელებენ. ანუკა ჯოხაძე განაგრძობს თემას და იმასაც გვეტყვის, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროტესტმა მაგთის ინტერნეტის 500 ათასამდე მომხმარებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები