წლების განმავლობაში ორივე ბრენდი ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებდა, თუმცა საერთო სახელი - „ევექსი“ აერთიანებდა, რამაც საზოგადოებაში ორი კომპანიის ერთმანეთთან გაიგივება გამოიწვია. „ევექსი კლინიკები” ამბულატორიული მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით არის წარმოდგენილი. „ევექსი ჰოსპიტლები“ კი ჰოსპიტალური მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, 17 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს და მოსახლეობას სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
ცნობადობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განხორციელდა რებრენდინგი, რის შედეგადაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის - „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას, ხოლო მასში შემავალი სამედიცინო ცენტრები, საწყის ეტაპზე, ინდივიდუალურად, საკუთარი ბრენდით პოზიციონირდება. „ვიანი“ სრულიად განსხვავებული ვიზუალური იდენტობით, მისია-ღირებულებებითა და განახლებული სტრატეგიით წარდგება საზოგადოების წინაშე.


(რ)