მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

5dc3c2ab751e6
BM.GE
07.11.19 16:00
6091
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საქართველოს საფინანსო ბაზარზე დომინირებენ ბანკები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებიან. თიბისისა და საქართველოს ბანკზე მთლიანი საბანკო სექტორის როგორც აქტივების, ასევე მიღებული შემოსავლისა და წმინდა მოგების ⅔-ზე მეტი მოდის.

2019 წლის 9 თვის მდგომარეობით, ბაზრის პირველ ადგილს თიბისი იკავებს, რომლის აქტივებიც 17.7 მილიარდ ლარს შეადგენს. თიბისიმ 2019 წლის 9 თვეში 1.2 მილიარდი ლარის შემოსავალი (საპროცენტო შემოსავალს+არასაპროცენტო შემოსავალი) მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება კი 2019 წლის სამი კვარტლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოგება TBC ბანკმა გამოიმუშავა, რაც 268.2 მილიონ ლარს შეადგენს (წლიური ზრდა 2.4%).

საქართველოს ბანკის აქტივების ზომა 16.2 მილიარდი ლარი, პერიოდის შემოსავალი 1.16 მილიარდი ლარი, წმინდა მოგება კი 262 მილიონი ლარი იყო. წლიურ ჭრილში BOG-ის მოგება 43%-ით არის გაზრდილი.

აქტივების ზომის მიხედვით, მესამე ბანკი ლიბერთია (2.07 მილიარდის აქტივები), 2019 წლის 9 თვეში ლიბერთიმ 224.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა მოგება კი 16.1 მილიონი ლარი იყო. უტა ივანიშვილის კუთვნილი ქართუ ბანკი აქტივების ზომით მეშვიდე, წმინდა მოგების მხრივ კი მეოთხეა. ბანკმა 18.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა (წლიურ ჭრილში 55%-ით ნაკლები).



2019 წლის 9 თვის მდგომარეობით ზარალზე მხოლოდ ორი ბანკი - პაშა ბანკი და სილქ როუდ ბანკი არიან. 

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები