მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მარნები VS რუსული კანონი - რა გამოწვევების წინაშეა ღვინის სექტორი?

BM.GE
07.03.23 12:17
207
საქართველოს მარნების წარმომადგენლები ე.წ.„აგენტების რუსულ კანონს“ ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი სექტორს და მასში ჩართულ ყველა ადამიანს უკიდურესად დააზიანებს. მარნების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ სწორედ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით დაარსდა საქართველოში ღვინის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, შეიქმნა საქართველოს ვენახების კადასტრი, განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები. რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს პერიოდში მათი უდიდესი ძალისხმევით, საერთაშორისო მედიასთან და იმპორტიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გახდა შესაძლებელი დიდი მეღვინეობების ახალ ბაზრებზე წვდომა, მათ შორის, ისეთ დიდ და მიმზიდველ ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინოს" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები