მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მელიორაციის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადადის

644a0ffadc8c8
თამთა ჯიჯავაძე
27.04.23 10:03
969
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადადის. ამის შესახებ bm.ge-ს მელიორაციაში დაუდასტურეს.

თუ ვინ შეცვლის თენგიზ ნასარიძეს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, პირველ მოადგილედ გადადის ნინო თანდილაშვილი, რომელიც ამ დრომდე მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო თენგიზ ნასარიძე მოადგილის თანამდებობაზე იქნება.

თენგიზ ნასარიძე საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორის პოზიციას 2022 წლის 4 მარტიდან იკავებს. 2018-2022 წლებში ის საქართველოს მელიორაციის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2018 წელს შპს „ელიტა ბურჯის“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, 2013 - 2017 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მანამდე კი სურსათის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები