მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეების მიერ შვებულების საზღვარგარეთ გატარებაზე მოთხოვნა არ ფიქსირდება - „ვოიაჟერ 365“

6016c2bcbc296
მარიამ ადამია
31.01.21 19:20
803
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება. უკვე ცნობილია წესებიც, რომლის დაცვაც ქვეყანაში ჩამოსვლისას როგორც - საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს მოუწევთ.

შეზღუდვების მოხსნის შესაძლო ბენეფიტებზე „საქმიან დილას“ ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365”-ის გენერალური მენეჯერი ესაუბრა. გოგა ქუცნიაშვილის აზრით, რეგულარულ რეისებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გაიხსნა და საქართველოდან გასვლა ან პირიქით - ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, ყველას შეუძლია.

„თურქეთის მაგალითი რომ განვიხილოთ, საქართლოსთვის ამ ქვეყანას საზღვარი ერთი დღითაც კი არ ჩაუკეტავს, თუმცა ქართული მხარე არ გვიშვებს თურქეთში და ძალიან ბევრია მსგავსი ქვეყანა; ხოლო სადაც გვიშვებენ, მაგალითად, ესენია: დუბაი, ტანზანია, ეგვიპტე, კენია, ძვირადღირებული მიმართულებებია და თუკი 2019 წლის ზაფხულში ქართველ დამსვენებელს შეეძლო და პირობითად თურქეთში ან ეგვიპტეში იხდიდა 600 დოლარს, ეს ხარჯი დღეს რეალურად გაზრდილია 4-5-ჯერ, ამიტომაც, ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ზაფხულის შვებულების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატარებაზე მოთხოვნა არ ფიქსირდება”, - აცხადებს “ვოიაჟერ 365”-ის გენერალური მენეჯერი.

მოგზაურობაზე შემცირებულ მოთხოვნებზე საუბრისას, გოგა ქუცნიაშვილმა მაგალითად მოიყვანა ისიც, რომ თუკი შარშან ერთ რეისზე, მაგალითად, დუბაის მიმართულებით 80-100 მგზავრი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 5-დან 10-მდეა დასული.

“ადამიანებს არ აქვთ საზღვარგარეთ დასვენების საშუალება, რასაც ემატება ცალკე ლარის კურსის გაფასურებ ა და თუკი პირობითად 700 ევროიან პაკეტს განვიხილავთ, წელს ის 700-800 ლარით მეტი დაგვიჯდება, ვიდრე - შარშან“, - აღნიშნა “ვოიაჟერ 365-ის გენერალურმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები