მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში სატრანზიტო შესვლისთვის ვიზის მოთხოვნა დაწესდა

დიდი ბრიტანეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, გაერთიანებულ სამეფოში გამკაცრდა საზღვრების კონტროლი. ცვლილება 118 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება. 

"აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან,"- ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

ავღანეთი
ალბანეთი
ალჟირი
ანგოლა
ბანგლადეში
ბელორუსია
ბურუნდი
კამერუნი
ჩინეთი
კონგო
კონგოს დემ. რესპუბლიკა
კვიპროსი
დომინიკა
ეგვიპტე
ელ სალვადორი
ერიტრეა
ესვატინი (სვაზილენდი)
ეთიოპია
გამბია
საქართველო
განა
გვინეა
გვინეა-ბისაუ
ჰონდურასი
ინდოეთი
ირანი
ერაყი
სპილოს ძვლის სანაპირო
იამაიკა
კენია
კოსოვო
ლიბანი
ლესოტო
ლიბერია
ლიბია
მალავი
მოლდოვა
მონღოლეთი
მიანმარი (ბირმა)
ნამიბია
ნეპალი
ნიგერია
ჩრდილოეთ მაკედონია
პაკისტანი
პალესტინის ტერიტორიები
რუსეთი
რუანდა
სენეგალი
სერბეთი
სიერა ლეონე
სომალი
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ სუდანი
შრი ლანკა
სუდანი
სირია
ტანზანია
ტიმორ-ლესტე
თურქეთი
უგანდა
ვენესუელა
ვანუატუ
ვიეტნამი
იემენი
ზიმბაბვე
სომხეთი
აზერბაიჯანი
ბაჰრეინი
ბენინი
ბუტანი
ბოლივია
ბოსნია და ჰერცოგოვინა
ბურკინა ფასო
კამბოჯა
კაბო ვერდე
ცენტრალური აფრიკელი
ჩადი
კომორის კუნძულები
კუბა
ჯიბუტი
დომინიკის რესპუბლიკა
ეკვადორი
ეკვატორული გვინეა
ფიჯი
გაბონი
ჰაიტი
ინდონეზია
იორდანია
ყაზახეთი
კორეა
ქუვეითი
ყირგიზეთი
ლაოსი
მადაგასკარი
მალი
მავრიტანია
მონტენეგრო
მაროკო
მოზამბიკი
ნიგერი
ომანი
ფილიპინები
ყატარი
სან-ტომე და პრინსიპი
საუდის არაბეთი
სურინამი
ტაივანი
ტაჯიკეთი
ტაილანდი
ტოგო
ტუნისი
თურქმენეთი
უკრაინა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
უზბეკეთი
ვენესუელა
ზამბია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები